LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარსელონა მეორედ გახდა სეზონის საუკეთესო კლუბი

17

კატალონიის “ბარსელონა” პირველი კლუბია, რომელიც ევროპის საფეხბურთო კლუბების ასოციაციის (ECA) ვერსიით მეორედ გახდა სეზონის საუკეთესო გუნდი.

პირველად ”ბლაუგრანას” აღნიშნული პრიზი  2011 წელს მიანიჭეს, შეგახსენებთ, რომ კატალონიელებმა მაშინაც ტრიპლეტი მოიგეს.

როგორც იცით 2014-15 წლების სეზონში ლუის ენრიკეს მიერ დამოძღვრილმა “ბარსელონამ” ესპანეთის პრიმერა დივიზიონი, ქვეყნის “სამეფო თასი” , ჩემპიონთა ლიგა და ევროპის სუპერთასი დაისაკუთრა.

ჯილდო კატალონიელებს ECA-ს პრეზიდენტმა კარლ ჰაინც რუმენიგემ გადასცა. “ბარსელონამ”  მორიგი რეკორდი დაამყარა- გახდა ერთადერთი საფეხბურთო კლუბი, რომელმაც ორჯერ დაიმსახურა ეს პრიზი.