LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარსელონას მუზეუმებმა კულისები ვიზიტორებისთვის გახსნეს

17

ბარსელონას მუზეუმებმა კულისები ვიზიტორებისთვის გახსნეს. კატალონიის დედაქალაქში მუზეუმების ღია კარის დღე – „In Museu” გაიმართა და ტურისტები თუ ადგილობრივები 11 მუზეუმის დახურულ ფონდში, სარესტავრაციო ოთახში, საწყობებში და იმ სივრცეებში შეუშვეს, სადაც როგორც წესი მხოლოდ სპეციალისტები ხვდებიან ხოლმე. აქციაში აქტიურად მონაწილეობდა EL Born-ის კულტურის ცენტრი, ასევე დიზაინის მუზემი, ეთნოლოგიური მუზეუმი და მუსიკის მუზეუმიც.

აღსანიშნავია, რომ შემდეგი „In Museu” 3 თებერვალს გაიმართება და დიდი დაინტერესების გამო ბილეთების რაოდენობა ერთი-ორად გაიზრდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები