LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარსელონაში ყველაზე კარგი ხელფასებია

39

უეფამ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ევროპული კლუბების სახელფასო ბიუჯეტებია შედარებული.

ამ სიაში პირველი ადგილი უჭირავს “ბარსელონას”. კატალონურმა გრანდმა ერთი წლის განმავლობაში 372 მილიონი ევრო დახარჯა.

შარშანდელთან შედარებით, “ბარსაში” ხელფასების ზრდამ 9 პროცენტი შეადგინა. ესპანეთის ჩემპიონი შრომის ანაზღაურებაზე 5.2-ჯერ მეტს ხარჯავს, ვიდრე პრიმერას კლუბები საშუალოდ.

სიაში მეორე ადგილზეა “მანჩესტერ იუნაიტედი” (321 მილიონი ევრო), მესამეზე – მადრიდის “რეალი” (307 მილიონი).

საინტერესოა, რომ TOP 10-ში შესულია ინგლისის პრემიერლიგის ხუთი გუნდი, TOP 20-ში – ცხრა ინგლისური კლუბი, მათ შორისაა “ასტონ ვილა”, რომელიც ჩემპიონშიფში გამოდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები