LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბასიანში” ღონისძიება გრძელდება – საკლუბო სექტორი ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებს

93
კლუბი - ბასიანი

ჯარიმის მიუხედავად, ღამის კლუბ “ბასიანში” დაგეგმილი ღონისძიება მაინც ჩატარდა და ამ დრომდე გრძელდება. რეგულაციების დარღვევისთვის, შრომის ინსპექციამ “ბასიანი” 10 000 ლარით დააჯარიმა.

საკლუბო სექტორი ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებს, – კლუბის წარმომადგენლები ხელისუფლებისგან ელოდებიან დაუყოვნებლივ გეგმას, თუ როდის შეძლებენ მუშაობის დაწყების უფლების მიღებას.

ღამის კლუბები, რომლებმაც წინა პარასკევს ღონისძიებები ჩაატარეს, დაილუქა. ლუქი ადევს ყველა კლუბს, გარდა “ბასიანისა”, იქ კლუბის დამფუძნებლებმა და შეკრებილმა ახალგაზრდებმა შრომის ინსპექციის წარმომადგენლებს ტერიტორიის დალუქვის შესაძლებლობა არ მისცეს.

magti 5g