LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბასილაშვილის ჩოგანი და სხვები: ქართველი და უცხოელი ვარსკვლავების ნივთები აუქციონზე გაიყიდა

1545163876-48390369_2217801808239544_5982441177591316480_n

სოციალური კამპანია „ძლიერები არ ძალადობენ“ ფარგლებში, რესტორან „ფუნიკულიორში“, საქველმოქმედო აუქციონი გაიმართა.

ქართველი და მსოფლიოს სპორტის ვარსკვლავების ისტორიული ნივთები გაიყიდა, შემოსული თანხა კი მთლიანად საოკუპაციო ზოლთან მდებარე ბერშუეთის საჯარო სკოლას მოხმარდება. ეს სოფელი საოკუპაციო ზოლიდან 500 მეტრში მდებარეობს, სადაც სპორტული დარბაზი უმძიმეს მდგომარეობაშია.

ყველაზე ძვირად ნიკოლოზ ბასილაშვილის ის ჩოგანი გაიყიდა, რომლითაც ქართველ ჩოგბურთელს მოგებული აქვს ჰამბურგის პირველობა და შანხაის მასტერსი – მისმა მყიდველმა 9000 ლარი გადაიხადა.

ლაშა ტალახაძის ფინკა, რომლითაც 2018 წელს აშხაბადში 7 მსოფლიო რეკორდი და 3 ოქროს მედალი მოიპოვა 4000 ლარიანი მყიდველი გამოუჩნდა. ზაზა ფაჩულიას ავტოგრაფიანი მაისურა – 3100 ლარად გაიყიდა, ხოლო
გიორგი ჩაკვეტაძის „გენტის“ მაისურა – 2500 ლარად.

საქართველოსა და მსოფლიო სპორტის ვარსკვლავების აქსესუარების გაყიდვით აუქციონზე 34 570 ლარი შეგროვდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები