LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბატონ ლევანს ვესაუბრე, შანსი არ არიო, ეს მიგვანიშნა – ოჯახის წევრები ეჭვობენ, რომ 27 წლის ექთანი შესაძლოა, უკვე გარდაცვლილია

293
BeFunky-collage

ოჯახის წევრები ეჭვობენ, რომ ახალციხიდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოყვანილი 27 წლის ექთანი შესაძლოა, უკვე გარდავლილია. ამის შესახებ ჟურნალისტებთან გაკეთდა ცოტა ხნის წინ კომენტარი.

“ბატონმა ლევან რატიანმა მიგვანიშნა, რომ ამ წუთას რა მდგომარეობაცაა, ცუდის მანიშნებელია. რაღაც კრუნჩხვები აქვს და ეს არის ცუდი მანიშნებელი. პირდაპირ არ უთქვამს დაიღუპაო, მაგრამ ამის მიმართულებით წაიყვანა საუბარი.

ახლა ვესაუბრე… შანსი არ არიო, ეს მიგვანიშნა, რომ რაც რეფლექსები აქვს, ცუდის მანიშნებელიაო”- აცხადებს ახალციხელი მედდის ოჯახის წევრი.

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, 27 წლის ექთნის მდგომარეობა კრიტიკულია და არსებობს რისკი, რომ საბოლოოდ გული გაუჩერდეს.

ნებისმიერ დროს შეიძლება გულის გაჩერებით დასრულდეს, კლინიკურ პარამეტრებში დადებითი ეფექტი აღარ გაგვაჩნია – რატიანი 27 წლის ექთანზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g