LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმი ბავშვებზე მორგებული ქალაქი გახდება – გაკეთდება პარკები, მოედნები

116
28516419-768683519998044-8559957055866063607-o-e1545923038465

ათუმის მერიასა და გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიხედვითაც ბათუმი „ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივას“ შეუერთდა. დოკუმენტს ხელი ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, ღასან ხალილმა მოაწერეს.

არჩილ ჩიქოვანის თქმით, მემორანდუმი შესაძლებლობას იძლევა, ბათუმმა გაიზიაროს სხვა ქვეყნების გამოცდილება, ხოლო ამ პროექტში ჩართვა მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ ქალაქი გახდება ბავშვებზე კიდევ უფრო მეტად მორგებული.

,,ბათუმის მერია აქტიურად მუშაობს ბავშვთა პირობების გაუმჯობესების მიმართულებით, ეს იქნება ახალი რეკრეაციული სივრცეების მოწყობა, პარკებისა და სპორტული მოედნების მშენებლობა, თუ სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებები. დღეს ჩვენ ავიღეთ ვალდებულება, რომ ყველაზე პატარა და ახალგაზრდა მოქალაქეების უფლებების დაცვასა და მათთან დაკავშირებულ საკითხებს მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმოს ქალაქის დღის წესრიგში”, – ამბობს არჩილ ჩიქოვანი.

მემორანდუმის თანახმად, ბათუმმა აიღო ვალდებულება, შეუერთდეს 40-ზე მეტი ქვეყნის 3000 ქალაქსა და ადგილობრივ თვითმმართველობას ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივაში, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g