LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმი საქართველოა, რიზე – თურქეთი და ასე იქნება სამომავლოდ – თურქეთის ელჩი

220

ბათუმი საქართველოა, რიზე – თურქეთი და ასე იქნება სამომავლოდ,“ინტერპრესნიუსის“ ცნობით, ამის შესახებ საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ განაცხადა, რომელმაც ქალაქ რიზეს უნივერისტეტში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ თაიფ ერდოღანის მიმართვასთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა.

როგორც ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ აღნიშნა, საქართველოს მეზობლებს შორის თურქეთი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც არ არის კითხვები საზღვრებთან დაკავშირებით.

„მადლობას გიხდით, რომ მაძლევთ შესაძლებლობას გავფანტო რაიმე სახის გაუგებრობა. პრეზიდენტის გამოსვლა ასახავს რეგიონის ხალხების ძალიან მჭიდრო ურთიერთობას. ხალხების, რომლებიც მრავალი საუკუნის განმავლობაში გვერდიგვერდ ცხოვრობს. ეს არის ასევე ხაზგასმა სოციალური და კულტურული მსგავსების. დღეს ჩვენი მთავრობები ძალიან სწორ პოლიტიკას ატერებენ. ბოლო 25 წლის განმავლობაში თურქეთ-საქართველოს ურთიერთობა საუკეთესოა ყველა დონეზე და მიმართულებით. ჩვენ არა მხოლოდ ვაღიარებთ, არამედ ძლიერად ვიცავთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. საქართველოს მეზობლებს შორის თურქეთი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც არ არის კითხვები საზღვრებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ბათუმი საქართველოა, რიზე – თურქეთი და ასე იქნება სამომავლოდ. საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს და ამ მიმართულებით კითხვები არ არსებობს“, – განუცხადა ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“.

ბერძნული მედიის ცნობით, რამდენიმე დღის წინ ქალაქ რიზეში, უნივერსიტეტში სასწავლო წლის გახსნაზე სიტყვით გამოსვლის დროს, რეჯეპ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, რომ ზოგიერთი ისტორიკოსის მოსაზრებით, 1920 წელს, თურქეთის საზღვრების შესახებ მიღებული პაქტი მოიცავდა კვიპროსს, ალეპოს, მოსულს, ერბილს, კურკუკს, ბათუმს, სალონიკს და სხვა ტერიტორიებს. The Athens News Agency-ის ცნობით, ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ “აღმოსავლეთ თრაკიას” საკითხზე რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს. მის ამ განცხადებას როგორც უცხოურ, ისე ქართულ მედიაში სხვადასხვა ინტერპრეტაცია მოჰყვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g