LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმის აეროპორტი ერთდროულად 10 სხვადასხვა ტიპის ავიახომალდს მოემსახურება

114

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ტერმინალის სარეკონსტრუქციო სამუშაოები უკვე დასრულების ფაზაშია.

როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია „ტავ ჯორჯიაში“ აცხადებენ, ინფრასტრუქტურული განვითარების პროექტის ფარგლებში, გაფრენის დარბაზში მიმდინარეობს დამატებითი სარეგისტრაციო დახლების მოწყობა. ასევე ემატება საპასპორტო კონტროლის ჯიხურები, როგორც გაფრენის ისე მოფრენის დარბაზებში.

დასკვნით ფაზაშია აეროდრომზე ავიახომალდების სადგომების გაფართოების სამუშაოებიც, რის შემდეგაც აეროპორტი ერთდროულად 10 სხვადასხვა ტიპის ავიახომლადს მოემსახურება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები