LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმის აეროპორტი უკვე გაჩერდა, თბილისში კი დღეში 2-3 რეისი შესრულდება

115
1403387-482783375152461-542089670-o

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები შეზღუდული ოპერირების რეჟიმზე გადადიან. საკითხზე TV პირველის ეთერში, გადაცემაში „საქმიანი დილა “ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერის მოადგილემ თეა ზაქარაძემ ისაუბრა.

“დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შესრულდება 7 ავიარეისი, ხოლო 21 მარტიდან თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები გადადიან შეზღუდული ოპერირების რეჟიმზე. რას ნიშნავს ეს რეჟიმი? ეს ნიშნავს იმას, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გვრჩება ქართული ავიაკომპანია Georgian Airways- და ასევე არაბეთის გაერთიანებული საემიროების ავიაკომპანია Flydubai, რომელიც კვირაში 4 რეისს განახორციელებს. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ დღის განმავლობაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საშუალოდ 2-3 რეისი განხორციელდება. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი კი პრაქტიკულად უკვე გაჩერდა.

ყველა ავიაკომპანია, რომელიც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებდნენ ტოვებს ქართულ ავიაბაზარს, მაგრამ ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი მალე აღდგება”, – აღნიშნა თეა ზაქარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები