LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმის ჯაზფესტივალი 15 ივლისს ლეგენდარული ქუინსი ჯონსის კონცერტით გაიხსნება

38

წელს ბათუმის ჯაზფესტივალი იუბილეს აღნიშნავს, მეათედ იმართება და მუსიკალური პროგრამაც სრულიად განსაკუთრებულია. ნებისმიერი მელომანისთვის 15-24 ივლისის ჩათვლით საოცნებო ლაინ-აფია წარმოდგენილი.

მივყვეთ თანმდიმდევრულად. 15 ივლისს, ჯაზფესტივალი პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მუსიკოსს, კომპოზიტორსა და პროდიუსერს, ქუინსი ჯონსს მასპინძლობს „The Global Gumbo All Stars“-თან ერთად. 16 ივლისს მსმენელის წინაშე „მაილს ელექტრიკ ბენდი“ წარდგება, 17-ში მაყურებელს უდიდესი სიამოვნება ელოდება, რადგან საკუთარ ბენდთან ერთად, ჯაზფესტივალის სტუმარია ლორენ ჰილი, ცნობილი ჯგუფი „The Fugees“-ის შეუცვლელი წევრი, რამდენიმე „გრემის“ მფლობელი, მათ შორის თავისი სოლოალბომისთვისაც, რომელსაც მუსიკალური კრიტიკოსები აღფრთოვანებით შეხვდნენ. მის ლორენ ჰილი შესანიშნავ ფორმაშია ვოკალურად, ამას მისი ბოლო ლაივებიც მომწონს და მსმენელი მასთან შესახვედრად გამორჩეულად ემზადება.

21 ივლისს ჯგუფი „პროდიჯი“ ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე ცეცხლს დაანთებს. ელექტრონული მუსიკის მოყვარულებისთვის ეს დღე აშკარად არ ჩაივლის უინტერესოდ.

22 ივლისს, ჯაზის მოყვარულებისთვის ფეიერვერკული საღამო იქნება, რადგანაც პიანისტი ჯეიმი ქალამი დაიკავებს სცენას. 23 ივლისს, ბასისტი და ვოკალისტი ნიკ უესტი წარდგება მაყურებლის წინაშე. სხვათა შორის, ის საქართველოში ნამყოფია, ახალი წლის ღამეს და ძალიან მოხიბლულია ქართველი მსმენელით. ნიკ უესტის შემდგომ, იმავე საღამოს, თანამედროვე პოპსამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ხნობილი წარმომადგენლის, კრის ბრაუნის შოუს ვნახავთ. 24 ივლისს კი არ ენ ბის შემსრულებელი, მეისი გრეი ჯაზფესტივალის დახურვაზე გამოვა.

ყველა საღამოს შემდეგ, კლუბში „თეიქ ფაივი“, შესაბამისი პროგრამა იქნება წარმოდგენილი. ასე რომ, ბათუმში მუსიკალური საღამოების მთელი კასკადი გველოდება…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g