ბათუმის სამშობიარო სახლში 7 ორსული კოვიდინფიცირებული პაციენტი მოათავსეს. ინფიცირებულები თავს კარგად გრძნობენ. მათ სიმპტომები არ აქვთ.
„7 ფეხმძიმე გვყავს კლინიკაში მოთავსებული, მათი მდგომარეობა არის სტაბილური. ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ფეხმძიმე ქალბატონები გუშინ და დღეს შემოიყვანეს. შეგვიძლია 22 პაციენტის მიღება”, – აცხადებენ კლინიკაში.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, გაფართოვდა იმ კლინიკათა რიცხვი, რომლებიც კოვიდინფიცირებულებს უმკურნალებენ.
მათ შორის ერთი იქნება ქობულეთში. რიჟვაძის თქმით, მომატებული შემთხვევების მიუხედავად, აჭარაში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.