LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმის სასამართლოში თურქეთის მოქალაქეს ქალის ცემისთვის ასამართლებენ

96

ბათუმის სასამართლოში თურქეთის მოქალაქეს ქალის ცემისთვის ასამართლებენ. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა ბათუმში, ერთ-ერთ ღამის კლუბში, ახალგაზრდა ქალი ცემა.

ბრალდებული საქართველოში მეორე წელია, რაც ცხოვრობს. ის ძალადობისთვის ერთხელ უკვე გაასამართლეს და ჯარიმაც გადაიხადა. ბოლო შემთხვევის შემდეგ სასამართლოს ბრალდებული 1500 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

მტკიცებულებები, რაც პროკურატურამ წინასასმართლო სხდომაზე წარმოადგინა, ბრალდებულმა უდავოდ მიიჩნია. დაცვის მხარეს ამ საქმეში რაიმე სახის მტკიცებულება არ აქვს.

ძალადობა გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. ეს მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 120-დან 180 საათამდე, ან ერთი წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g