ბათუმს მსოფლიოში ცნობილი ინფლუენსერები და ბლოგერები სტუმრობდნენ. Facebook-ის, Instagram-ის, Youtube-ისა და სხვა სოციალური ქსელების ინფლუენსერებმა მილიონობით მიმდევარს ბათუმში დასვენების შთაბეჭდილებები გაუზიარეს.
7 ქვეყნის 18-მა ბლოგერმა და ინფლუენსერმა, ბათუმში ჩამოსვლამდე, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იმოგზაურა.
ისინი ქვეყანას პროექტის „ციფრული დღეები” ფარგლებში სტუმრობდნენ. პროექტი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ორგანიზებით გაიმართა. აჭარაში მედიატურს მხარდაჭერას აჭარის ტურიზმის დეპარამენტი უწევდა.