LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში 4 წლის ბავშვის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა

99

ბათუმში 4 წლის ბავშვის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, უზბეკეთის მოქალაქემ მისთვის მიბარებულ, 4 წლის გოგონას განსაკუთრებული სისასტიკის გამოვლინებით, სხეულის სხვადასხვა ადგილში მიაყენა მრავლობითი, მათ შორის სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები.

„სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 13 ივნისს, ს.მ.-მ, ბათუმში, თავის დროებით საცხოვრებელ სახლში, მისთვის მიბარებულ, 4 წლის გოგონას განსაკუთრებული სისასტიკის გამოვლინებით, მოკვლის განზრახვით, სხეულის სხვადასხვა ადგილში მიაყენა მრავლობითი, მათ შორის სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები. მიღებული დაზიანებების შედეგად არასრულწლოვანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

„სამართალდამცველებმა ს.მ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეცნობით, უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით უვადო პატიმრობა შეეფარდა,“ – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g