ბათუმს კიდევ ერთი ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმრო Best Western Premier შეემატა.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, აღნიშნული სასტუმრო გახლავთ ამერიკული საერთაშორისო ბრენდის Best Western Hotels & Resorts-ის ფრენჩაიზი. სასტუმროში 14 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. 104 ნომერზე გათვლილი სასტუმრო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია. მე-13 სართულზე განთავსებულია რესტორანი ტერასით და ლაუნჯ-ბარი, ასევე 2-სართულიანი სპა ცენტრი. საქმიანი ვიზიტებისა და შეხვედრების უზრუნველსაყოფად სასტუმრო აღჭურვილია 2 საკონფერენციო დარბაზით და ბიზნეს-ცენტრით. ამ ეტაპზე სასტუმროში დასაქმებულია 50 ადამიანი.
სასტუმრო, რომელიც ფეხით სავალ მანძილზეა შავი ზღვის სანაპიროსთან, ფრანგულ მუსიკალურ შადრევნებთან, აკვა-პარკთან და იუსტიციის სახლთან, იდეალურია როგორც დასვენების კუთხით, ასევე საქმიანი ვიზიტებისთვის.
ცნობისთვის, Best Western Hotels & Resorts არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სასტუმრო ქსელი. კომპანიის 72 წლიანი არსებობის განმავლობაში ის 100-ზე მეტ ქვეყანაში 4500-ზე მეტ სასტუმროს ითვლის.
