LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში აფეთქებისას დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა

92

ბათუმში მომხდარი აფეთქების შედეგად ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის, განცხადებით, პაციენტს სხეულის 90% დამწვარი აქვს და მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, დამწვრობის ცენტრში გადაყვანა ვერ ხერხდება. მისივე თქმით, მეორე დაშავებული მკურნალობას თბილისში, დამწვრობის ცენტრში, გადის. მას დამწვარი სხეულის 32% აქვს.

„ვიზუალურად ძლიერი დამწვრობა არ აღენიშნებოდა, აქედან გამომდინარე, მისმა მეუღლემ და დედამ გადაწყვიტეს, რომ დაშავებულის მკურნალობას სახლში გააგრძელებდნენ.

“რაც შეეხება მეორე დაშავებულს, რომელიც კლინიკა „მედინაშია“ მოთავსებული, ჯერჯერობით ვერცერთი ბრიგადა პასუხისმგებლობას ვერ იღებს მისი ტრანსპორტირების შესახებ, იმდენად მძიმე მდგომარეობაა, სხეულის 90% დამწვარი აქვს,” – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

ბათუმში, გენერალ აბაშიძის ქუჩაზე, აფეთქების შედეგად ორი სახლი მთლიანად დაინგრა, ორს კი ხანძარი გაუჩნდა. აფეთქების შედეგად დაიწვა 5 მანქანა. დაშავებულია 3 ადამიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები