LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეტროსადგური “ახმეტელის თეატრიც” შემოწმდება – კახა კალაძე

206

“კომპანია „ყვარელრემმშენს“, „ვარკეთილის“ გარდა, მეტროსადგური „ახმეტელის“ სარეაბილიტაციო სამუშაოებიც აქვს ჩატარებული, შესაბამისად, ჩვენი სამსახურები დღესვე დაიწყებენ „ახმეტელის“ მეტროს“ შემოწმებას, იქაც რაიმე პრობლემა რომ არ იყოს,”  – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, განაცხადა, რომელიც უკვე შემთხვევის ადგილზე იმყოფება.

მისივე თქმით, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარი შემთხვევა არის მძიმე ფაქტი. ის ელოდება გამოძიებას, რის შემდეგაც მკაცრ ღონისძიებებს გაატარებს.

„შესაბამისი სამსახურები ახლაც მუშაობენ. სარეაბილიტაციო სამუშაოები შესრულებული აქვს „ყვარელრემმშენს“. მას ასევე განხორციელებული აქვს „ახმეტელის თეატრის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები.  ჩვენ უნდა დავამთავროთ უხარისხო მშენებლობები და უხარისხო რეაბილიტაციის ფაქტები,“ –  განაცხადა კალაძემ.