LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში ახალაშენებული ბინების გაყიდვები 76%-ით, ფასი კი 34%-ით გაიზარდა – Colliers Georgia

157
ბათუმი

ბათუმში ახალაშენებული ბინების გაყიდვები 76%-ით, ხოლო ფასი 34%-ით გაიზარდა. ინფორმაციას Colliers Georgia აქვეყნებს.

ორგანიზაციის ცნობით, 2023 წლის იანვარში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის იანვართან შედარებით 75%-ით, 1 330 ერთეულამდე გაიზარდა, ბაზრის ზომა კი 98%-ით არის გაზრდილი და 58 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

„ბათუმში 2023 წლის იანვარში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 76%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 72%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

დეკემბერში საქართველოში მშენებლობა 11.5%-ით გაძვირდა - მიზეზები

საქსტატის ცნობით, ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 28.8 პროცენტიანი ზრდით, რამაც 5.87 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

ბათუმში 2023 წლის იანვარში მოთხოვნა ახალაშენებულ პრემიუმ სეგმენტის ბინებზე, მნიშვნელოვნად, 339%-ით გაიზარდა, ეკონომ და მედიუმ სეგმენტებში კი მოთხოვნის 39% და 68%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რამაც 579 და 296 ერთეული შეადგინა.

ბათუმში 2023 წლის იანვარში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 34%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 924 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 6%-ით, 674 აშშ დოლარამდე გაიზარდა,“ – აღნიშნულია Colliers Georgia-ს ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g