LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში ახალი მუნიციპალური ტრანსპორტის პრეზენტაცია გაიმართა

158

ბათუმში ახალი მუნიციპალური ტრანსპორტის პრეზენტაცია გაიმართა. ავტობუსები ექსპლუატაციაში მომავალი თვის დასაწყისში შევლენ.  „ევრო 5“-ის სტანდარტის დიზელის საწვავზე მომუშავე 15 ავტობუსი, რომელიც ბათუმის პორტში რამდენიმე დღის წინ შემოიყვანეს, იუსტიციის სახლის წინ გამოიფინა.

სექტემბრის ბოლომდე ქალაქის ავტოპარკი კიდევ 25 ახალი ავტობუსით შეივსება.

ავტობუსები ექსპლუატაციაში მომავალი თვის დასაწყისში შევლენ. სექტემბრის ბოლომდე ქალაქის ავტოპარკი კიდევ 25 ახალი ავტობუსით შეივსება.

„ქალაქის ზრდასთან ერთად, მუნიციპალური ტრანსპორტი მუდმივ განახლებას საჭიროებს, სექტემბრის ბოლოსთვის 40 ასეთი ავტობუსი იმოძრავებს ქალაქში, მალე გამოვაცხადებთ ტენდერს ელექტრო ავტობუსებზეც,“ – განაცხადა პრეზენტაციაზე ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები