„ბათუმელების“ ინფორმაციით, ბათუმში, ძველი მეჩეთის ტერიტორიაზე, მიტოვებული ჩვილი იპოვეს.
როგორც გამოცემა წერს, ახალშობილი კლინიკაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 127-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ადამიანის სიცოცხლის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პროცესში ჩართულია სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალური მუშაკი.