შსს-მ ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ექვსი პირი დააკავა, ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით არის აღძრული -225 – ე მუხლით, რაც მასობრივ არეულობას გულისხმობს და 353-ე პრიმა მუხლით, რაც ითვალისწინებს პოლიციელზე თუ ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას.
შსს-ში ამბობენ, რომ პირების იდენტიფიცირებისა და მტკიცებულებების შეგროვების პროცესი გრძელდება.
დაკავებულების მოსანახულებლად იზოლატორში სახალხო დამცველის წარმომადგენელი ცოტა ხნის წინ შევიდა.