LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში ინფიცირებული მედპერსონალის რიცხვი კიდევ 5-ით გაიზარდა

130
unnamed (16)

მთელი ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი ბოლო დღეების განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა. სპეციალისტების განმარტებით ვირუსის შიგდაგავრცელება უკვე დაიწყო და ფართოდ გავრცელების საშიშროება რეალურია. დღეის მდგომარეობით საქართველოში 370 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. ახალ პაციენტებს შორის არიან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები.

კიდევ 5-ით გაიზარდა ინფიცირებული მედპერსონალის რიცხვი ბათუმში. მათ covid-19 გუშინ ჩატარებული ტესტით დაუდასტურდათ და ამჟამად კლინიკა “მედალფაში” მკურნალობენ. საავადმყოფოს მედიკოსების განმარტებით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ამ ეტაპზე ვირუსი მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს. აღნიშნულ კლინიკაში ამ დრომდე რჩება ასევე ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ექთანი, რომელსაც კორონავირუსი პირველს დაუდასტურდა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 22 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჯამში – 370

საერთო ჯამში, “მედალფაში” ამ ეტაპზე 37 პაციენტი მკურნალობს, აქედან 4 რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. კვლავ კრიტიკულად მძიმეა ორი პაციენტი.

რაც შეეხება ინფიცირებულ მედიკოსებს, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი არ ასახელებს იმ კლინიკებს, სადაც ისინი მუშაობდნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g