LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში, კლინიკაში დედამ ახალშობილის მკვლელობა სცადა – ექიმის ინფორმაციით, ჩვილს დაზიანებები ყელის არეში აქვს მიყენებული

286
233976666_226_333_2849_1816_600x0_80_0_0_be032d251f34a1a0bc612b31cb827e57.jpg

ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში კლინიკის სანიტარმა, საპირფარეშოში იმშობიარა, რის შემდეგაც ახალშობილს დაზიანებები მიაყენა და მის მოკვლას ცდილობდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

ამავე ცნობით, ახალშობილს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, ამავე კლინიკაშია მოთავსებული დედაც.

კლინიკა „მედინას“ კლინიკური დირექტორი, ექიმი, ჯუმბერ უნგიაძე აცხადებს, რომ ქალს ფსიქიატრიული შემოწმება უტარდება.

„საპირფარეშოში შესულა და უმშობიარია…. ჰქონია მცდელობა [მკვლელობის]. არ გამოვიდა საპირფარეშოდან და ამ ბავშვსაც, ქალსაც უამრავი სისხლის ჰქონდა დაკარგული, მერე ერთი ამბავი ატყდა. ბავშვი არის ცოცხალი, მაგრამ ფაქტობრივად, ყელი აქვს გამოღადრული. შეიძლება ტრაქეაც იყოს დაზიანებული. ფსიქიატრს დავუძახეთ, დაცვა დავაყენეთ, რომ თავი არ მოიკლას“, – განაცხადა ექიმმა „ტვ. პირველთან“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g