ბათუმში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთ ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა – მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.