ბათუმში, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, 2 წლამდე ასაკის ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულიდან გადმოვარდა, ის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო.