LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში “ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ – რას ჰყვებიან ნაცემი ოპერატორი და თვითმხილველი

219
batumitvpirvel

ბათუმში, “ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ – ნაცემია ტელევიზიის ოპერატორი მურმან ზოიძე.

“ჩართვისთვის ვემზადებოდით, დაინახეს ტელეკომპანიის მიკროფონი, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენეს”,- განაცხადა მურმან ზოიძემ.

20 ივნისის ერთ-ერთი თანაორგანიზატორი მალხაზ ჭკადუა ფაქტს შეესწრო და მომხდარის დეტალებზე საუბრობს.

“დაგემილი იყო ღამის ეთერში ციალა ქათამიძის ჩართვა. ვიდექით კოლონადებთან, იქ სადაც უნდა დაიწყოს მსვლელობა 20 ივნისს. ოპერატორი იდგა კამერასთან თავის შვილებთან ერთად, ამ დროს პარკიდან გამოვიდა ორი ახალგაზრდა, ჰკითხეს, “ტვ პირველიაო” და დაიწყეს გინება. ამას მოჰყვა ოპერატორის მხრიდან რეაგირება, ნუ იგინებით ბავშვები არიანო, ამის შემდეგ ფიზიკურ შეურაცხყოფაზე გადავიდნენ. ამ ორს დაემატა რამდენიმე, 3-4, მივვარდი გასაშველებლად, დავიწყე ყვირილი როგორ არტყამთ ხელს ჟურნალისტს-თქო, გადავეფარე ოპერატორს, სხვა მოქალაქეებიც მოვიდნენ ხმაურზე. როცა მიხვდნენ ეს ფიზიკური ძალადობა არ გამოუვიდოდათ იმაზე მეტად, ვიდრე მიაყენეს, გაეცალნენ იქაურობას”, – განაცხადა ჭკადუამ.

ბათუმის ცენტრალურ პარკში მობილიზებული არიან სამართალდამცველები. ფაქტის თვითმხილველები კი პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფებიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g