მომღერალი მერაბ სეფაშვილი გადაცემა „სთორის” სტუმარია, სადაც მშობლების შესახებ საუბრობს და მამის გარდაცვალების დღეს იხსენებს.
„დედას დიდი ვოკალური მონაცემები ჰქონდა, თუმცა ფიზიოლოგიურად სუსტი ყელი. მისი ნიჭიც გამომყვა. იოგები მალე ეღლებოდა. კომპლექსი და შიში ჰქონდა, რომ კონცერტზე რამე არ დამართოდა. მოღვაწეობა ადრე დაამთავრა.
მამას რაც შეეხება, ბათუმში რომ ვიყავი, მაშინ გარდაიცვალა. დილით წამოვედი და 10-15 წუთის გარდაცვლილი დამხვდა. ახლა ყველაფერი მახსენდება, რასაც მეუბნებოდა და მარიგებდა. ყველაფერს იუმორით გეუბნებოდა, ვუგებდი და მეგობრული ურთიერთობა გვქონდა”, – საუბრობს მერაბ სეფაშვილი.
მერაბ სეფაშვილი: „ცოლი ჩემი დარდია, მაგრამ გაუმჯობესება არის…“
მერაბ სეფაშვილი: „ადამიანებს კონცერტის საფასურის გადახდა უჭირთ, იაფი კონცერტი კი არ გამოდის…“