LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბავშვები დაჰყავთ ინგლისურზე, ფრანგულზე, ხატვაზე, ცეკვაზე და არ იღლებაო, ამბობენ… განა არ იღლება, აჟიტირებულია უბრალოდ” – ფსიქოთერაპევტი ლალი ბადრიძე

366
ლალი-ბადრიძე

რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანისთვის დასვენება, ამ თემაზე ფსიქოტერაპევტმა ლალი ბადრიძემ ისაუბრა იმაზე:

„შრომის განწყობაზე რომ ვიყოთ, უნდა დავისვენოთ. როდესაც სულ მუდამ იმ რეჟიმში ხარ, რომ მუშაობ, დაკავებული ხარ და დღე და ღამე გასწორებული გაქვს, შრომის უნარიანობა ძალიან იკლებს. თუ ჩვენს უფროსებს გავაგებინებთ, რომ აუცილებლად გვჭირდება დასვენება იმისთვის, რომ ჩვენი შრომისუნარიანობა უფრო მაღალი იყოს, მაშინ, ალბათ, მოგვცემენ იმის საშუალებას, რომ დავისვენოთ. შაბათ-კვირა ხომ გვაქვს, არა? ის შაბათი და კვირა გამოვიყენოთ დასვენებისთვის. არსებობს აქტიური და პასიური დასვენება. პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ ჩვენ რა გვინდა. უნდა შეგვეძლოს ჩვენი სხეულის მოსმენა. ზოგჯერ მინდა, რომ დავწვე და არაფერი არ ვაკეთო, ზოგჯერ მინდა, რომ კლუბში წავიდე, გავისეირნო. მოვუსმინოთ საკუთარ თავს და დავისვენოთ ისე, როგორც ჩვენ მოგვწონს.

ძალიან სწორია, რომ მუშაობის პროცესში ზოგჯერ ტელეფონში იყურება ადამიანი. არ შეიძლება მუდმივად ერთი საქმის კეთება. გადართვა არის აუცილებელი. ერთი საათი მუშაობ და 5 წუთი გადაერთვები სადღაც. ასე შრომის ნაყოფიერება უფრო მაღალია და მეც უფრო ვისვენებ. არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ: „მე არ ვიღლები, სულ ენერგიული ვარ, სულ შემიძლია.“ სინამდვილეში აჟიტირებულია ეს ადამიანი. ბავშვებზე იციან ხოლმე, დაჰყავთ ინგლისურზე, ფრანგულზე, ხატვაზე, ცეკვაზე და არ იღლებაო, შეუძლიაო ბავშვს, ამბობენ. განა არ იღლება ბავშვი, აჟიტირებულია უბრალოდ. ამ დროს დასვენება გჭირდებათ აუცილებლად. როგორი ფორმით, ეს თავად უნდა გადაწყვიტოთ“ – განაცხადა ბადრიძრემ „პოსტ TV-ის ეთერში.

 

? როგორ შევინარჩუნოთ ზაფხულის ცხელ დღეებში შრომისუნარიანობა | 19.05.2022

? როგორ შევინარჩუნოთ ზაფხულის ცხელ დღეებში შრომისუნარიანობა

✔ ლალი ბადრიძე – ფსიქოთერაპევტი
✔ ირინა ბათიაშვილი – სამართალმცოდნე

Posted by პოსტ ალიონი / Post Alioni on Thursday, May 19, 2022

 

რა არ უნდა დავუჯეროთ მშობლებს – ლალი ბადრიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g