LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვები ფეხბურთს ტელეფონით უყურებდნენ, ნაკრების კაპიტანმა მათ ტელევიზორი უყიდა

106
download

მაროკოს სოფლის ბავშვები ნაკრების თამაშს პატარა სმარტფონით უყურებდნენ. ბენატიამ ფოტო ნახა და ტელევიზორი უყიდა.

მაროკოს საფეხბურთო ტვიტერმა Soccer 212-მა, რომელმაც ფოტოს ყურადღება მიაქცია, ბავშვებისთვის ტელევიზორის საყიდლად ფულის შეგროვების კამპანია წამოიწყო.
თუმცა ეს საჭირო აღარ გახდა. ფოტო ნახა მაროკოს ნაკრების კაპიტანმა მედჰი ბენატიამ. მან გააუქმებინა ფულის შეგროვება და თავად უყიდა ბავშვებს ტელევიზორი და პლუს ტელეარხ beIN Sports-ზე ხელმოწერაც, რომელიც აფრიკის თასის მატჩებს გადასცემს.

ახლა მაროკოს სოფელში ფეხბურთს ტელევიზორში უყურებენ.

„როდესაც რაღაც მსგავს ხედავ, გინდა მისცე ყველაფერი, რაც გაქვს. ეს თქვენთვისაა ბავშვებო. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ თქვენ რომ ბედნიერები იყოთ“, – დაწერა ბენატიამ სოცქსელებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები