LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბავშვები ტიროდნენ: მამა არ გაპატიებთო.. დედის სახელს იძახდნენ“ – რას ჰყვებიან დოლიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე

3979
მკვლელობა

გასულ ღამეს, თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ მოკლული ქალის მეზობლები მედიასთან საუბრობენ.

დოლიძის ქუჩაზე მამაკაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა

მათი ინფორმაციით, ოჯახი დოლიძის ქუჩაზე სამი თვის წინ გადავიდა საცხოვრებლად. გავრცელებული ცნობითვე, შემთხვევას შეესწრნენ არასრულწლოვანი შვილებიც:

„ბავშვები ტიროდნენ და იძახდნენ: „მამა არ გაპატიებთ“. სასწრაფო იყო მოსული, შემდეგ ბავშვებს აწყნარებდნენ. ორი ბავშვი იყო, ერთი, დაახლოებით, 15 წლამდე, მეორე კი მასზე უმცროსი. ვიფიქრე, ალბათ, ოჯახური კონფლიქტი იყო, მიცვალებულები თუ იყვნენ, ნამდვილად არ ვიცი.

რაც შეეხება დაჭრილ მამაკაცს, გადაადგილება თვითონ არ შეეძლო. მაშველებს, სასწრაფოს გამოუძახეს და შემდეგ სასწრაფომ წაიყვანა. მე გავიგე ბავშვების ხმა, რომლებიც დედის სახელს იძახდნენ. იქ თუ ბებიაც იყო, ნამდვილად არ ვიცოდი.

ამბობენ, რომ სამი თვეა, რაც ოჯახი აქ ცხოვრობს. ახლა გავიგე, რომ ყოფილი მეუღლე იყო. ყველაფერი უხმაუროდ მოხდა. საპატრულო პოლიცია რომ არ მოსულიყო, ვერაფერს გავიგებდი. არც გასროლა გაგვიგია, სახლში ვიყავი, ბავშვები თუ გამოვიდნენ მდგომარეობიდან, არ ვიცი“, – ერთ-ერთმა მეზობელმა „ინტერპრესნიუსთან“.

ცნობისათვის, მამაკაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა, რის შემდეგაც თვითმკვლელობა სცადა. საქმეზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო  სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ყოფილი ცოლისა და სიდედრის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელი, რომელმაც დანაშაულის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, ხეჩინაშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები