LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვებში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების გამოყენება შესაძლოა, სექტემბრისთვის იყოს ნებადართული

91
vaqcina

კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების ბავშვებში გამოყენება, შესაძლოა, სექტემბრისთვის ნებადართული იყოს. უცხოური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა.

მათივე ცნობით, Pfizer– მა და Moderna – მ თავიანთი ვაქცინების ბავშვებზე გამოცდა, შედარებით უფროს ასაკობრივ ჯგუფებში უკვე დაიწყეს. Pfizer-ის კლინიკურ ცდაში, რომელიც 12-15 წლის ბავშვებზე ტარდება, 2 259 მონაწილეა ჩართული. კომპანიაში იმედოვნებენ, რომ შედეგებს 2021 წლის დასაწყისში მიიღებენ, რის შემდეგაც, ცდას 5-11 წლის ასაკის ბავშვებზეც ჩაატარებენ. Moderna კი კლინიკურ ცდებს 12-18 ასაკის მოზარდებზე ახორციელებს და განახლებული მონაცემების წარდგენას 2021 წლის შუა რიცხვებისთვის გეგმავს.

კომპანიას ასევე განზრახული აქვს, რომ ვაქცინის მოქმედება კიდევ უფრო მცირე ასაკის – 6 თვიდან 11 წლამდე – ბავშვებში გამოსცადოს, თუმცა აცხადებს, რომ ამ მონაცემების მიღებას უფრო მეტი დრო დასჭირდება.

პანდემიის დასაწყისში ზოგი ფიქრობდა, რომ ბავშვები შეიძლება მთლიანად იმუნური იყვნენ, მაგრამ ეს უარყოფილია. აშშ – ის 20 მილიონზე მეტი შემთხვევიდან, დაახლოებით 2,2 მილიონი, ანუ 11 % 18 წლამდე ასაკის ბავშვებში იყო. ზოგი ძალიან ცუდად ხდება, თუმცა ეს იშვიათი შემთხვევაა. 8 თებერვლის მდგომარეობით, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი 2000-ზე მეტ შემთხვევას ადევნა თვალყური. ბავშვებში ვირუსმა შეიძლება, გულის დისფუნქცია თირკმელების დაზიანება გამოიწვიოს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g