LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბავშვი მტრად გაზარდეო, რომ ამბობენ, ასე გაზრდილი ბავშვი ამ უხეშ ფორმებს რომ მიიღებს, რას დაგვიბრუნებს მერე, იმავეს, არა?!“ – შალვა ამონაშვილი

131
shalvaamonashvili2021

აკადემიკოსი შალვა ამონაშვილის „ამონაშვილის აკადმიის“ ფეისბუქზე გვასწავლის, როგორ უნდა მივუდგეთ ბავშვს ისე, რომ მან სიკეთის კეთება ისწვალოს. ის გვირჩევს, არასოდეს გამოვიყენოთ სიტყვა „დასჯა“, რადგან ამის შედეგები სავალალოა:

„თუ რაღაც უზრდელობა მოხდება ბავშვის მხრიდან, საღამოს მშობელმა უნდა უჩურჩულოს: „შვილო, იქნებ სხვა დროს მაგიდასთან ასე მოიქცე. ჩვენი მაგიდის წესი ასეთია და ისეთია”. ბავშვი, ალბათ, ამას გამოასწორებს. თუ ბავშვი მაგიდასთან მოიწვიეთ, ის ამ მაგიდის წევრია. იმან მარტო კი არ უნდა გისმინოთ პირდაღებულმა, ის გისმენთ, თქვენთან ერთად აზროვნებს, თავის დონეზე თავისი კითხვები უჩნდება. ​ძალიან სერიოზულად უნდა მოუსმინოს ბავშვს სტუმარმაც და მშობელმაც. ასეთია ჰუმანური პედაგოგიკა. ავტორიტარული იტყოდა, აბა ახლა აქედან აიბარგე, ვინ გეკითხება შენ ამდენს რომ ლაპარაკობო. ბავშვიც აიბარგებოდა, წავიდოდა. ეს არის ბავშვი მტრად გაზარდეო, რომ ამბობენ. ასე გაზრდილი ბავშვი ამ უხეშ ფორმებს რომ მიიღებს, რას დაგვიბრუნებს მერე, იმავეს, არა?!

ბავშვები ხშირად გვიერთდებიან მაგიდასთან, სუფრასთან, ხანდახან ჩვენც ვიწვევთ ხოლმე. ქართული სუფრა, თუ წესებით წარიმართება, აღმზრდელობითია. ხშირად ჩვენ ვარღვევთ ხოლმე ამ წესებს და ღრეობაში გადადის ხოლმე სუფრა. თუ მაგიდა კეთილშობილურია, ადამიანები საუბრობენ, ცხოვრების ამბებს ეხებიან, რაღაც სიბრძნეზე ლაპარაკობენ, წარსულს იხსენებენ, მომავალს გეგმავენ, არ გაგვიკვირდეს, რომ აქ შემოგვიერთდეს ექვსი წლის ბავშვი და რაღაც თავისი კითხვა დასვას. ჩვენ პრინციპი გვაქვს, რომ ბავშვი უნდა მივიღოთ, როგორც თანატოლი. თუ ის სუფრაზე მოიწვიეთ, მაგიდის წევრია. რატომ გინდათ ის მეორეხარისხოვნად მიიჩნიოთ?! ბავშვს უნდა თქვენი ტოლი იყოს. ზოგჯერ ბავშვი ისეთ კითხვას დაგვიყენებს, ჩიხში მოგვაქცევს ხოლმე. ამან არ უნდა გაგვაბრაზოს ჩვენ. მადლობა უნდა ვუთხრათ ბავშვს, სერიოზულად დაველაპარაკოთ, ავუხსნათ, ვუპასუხოთ. ​ახლანდელი ბავშვები არ გეგონოს 30-50-60-იანი წლების ბავშვები. ისინი სხვა ბავშვები არიან. მათ თავიანთი სხვანაირი გონებრივი აქტივობა, სითამამე აქვთ, ნუ წაართმევთ ამ სითამამეს“,  – ამბობს სალვა ამონაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g