LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბავშვი რომ ცუდად იქცევა, შეიძლება განპირობებული იყოს იმით, რომ ჩვენ ხშირად მის კარგ საქციელზე საერთოდ არანაირ რეაგირებას არ ვაკეთებთ, მხოლოდ ცუდ საქციელზე გვაქვს რეაქცია“ – მაია ხერხეულიძე

2375
მაია ხერხულიძე

რატომ იქცევა ბავშვი ცუდად, ამ თემაზე პედიატრმა მაია ხერხეულიძემ ისაუბრა:

„მშობელმა, პირველ რიგში, უნდა დააწესოს წესები ოჯახში, თუ რა წესებს უნდა ექვემდებარებოდეს ოჯახის ყველა წევრი. ეს წესები აუცილებლად ყველამ უნდა შეასრულოს. ხშირად ასე ხდება ხოლმე, რომ მშობლები ბავშვს არ აძლევენ რაღაცის უფლებას, ბებია და ბაბუა კი პირიქით. ბავშვი იბნევა. ვერ ხვდება, რატომ არის, რომ რაღაც ვიღაცასთან შეიძლება, ვიღაცასთან არ შეიძლება. წესს უნდა დაექვემდებაროს აბსოლუტურად ყველა. ​ისტერიულ შეტევას სჭირდება იგნორირება. რაღაცნაირად სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ. როდესაც ბავშვი გაჩერდება, აუცილებლად უნდა მოეხვიოთ, უნდა უთხრათ, რომ ძალიან გიყვართ. მშობელმა ბავშვს უნდა უთხრას, რომ ყველაფერს შეუსრულებს, მაგრამ ასეთ საქციელს არ დაუშვებს.

ბავშვი რომ ცუდად იქცევა, ეს შეიძლება განპირობებული იყოს იმით, რომ ჩვენ ხშირად მის კარგ საქციელზე საერთოდ არანაირ რეაგირებას არ ვაკეთებთ. ჩვენ მხოლოდ ცუდ საქციელზე ვაკეთებთ რეაგირებას. ზოგჯერ ბავშვი ცუდად იქცევა იმიტომ, რომ მშობლის ყურადღება მან სხვანაირად ვერ მიიპყრო. მხოლოდ მაშინ აქცევს მშობელი ყურადღებას, როდესაც ის ასე იქცევა. ​წავახალისოთ ბავშვის ყველა კარგი საქციელი, ჩავეხუტოთ, ტაში დავუკრათ. ის ცდილობს, რომ მშობლის ყურადღება მაქსიმალურად მიიპყროს, ამიტომ ის ეცდება, რომ კარგად მოიქცეს,“ – აღნიშნულ საკითხებზე მაია ხერხეულიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“ ისაუბრა.

ტირილი – დაავადების სიგნალი თუ კომუნიკაციის საშუალება

🤔ტირილი – დაავადების სიგნალი თუ კომუნიკაციის საშუალება❓ 👩‍🔬თსსუ გ.ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის სასწრაფო–გადაუდებელი სამსახურისა და ამბულატორიის ექიმი–პედიატრი, ბავშვთა და მოზარდთა მედიცინის მიმართულების ხელმძღვანელი, თსსუ–ის პროფესორი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში, მაია ხერხეულიძე 👇

Posted by თსსუ გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა on Wednesday, October 24, 2018
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები