თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე „კოალიცია ცვლილებების“ ლიდერს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
თავად ნიკა მელია გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დასწრებია, რადგანაც გადაწყვეტილების გამოცხადებამდე მან მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა, ამის შემდგომ კი ის სხდომათა დარბაზიდან გააძევეს.
მელია 29 მაისს, თბილისში, ლისის ტბის ასახვევთან დააკავეს.
შსს-ის ცნობით, მისი დაკავება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 173-ე მუხლის საფუძველზე მოხდა. აღნიშნული მუხლი გულისხმობს “სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით“.
მანამდე კი, ნიკა მელია საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს, სადაც ის არ მივიდა, რის შემდეგაც მას ბრალდება წაუყენეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მას აღკვეთის აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
ნიკა მელიას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს.
საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე, სასამართლომ ნიკა მელიას გირაო პატიმრობით შეუცვალა
როგორც მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ განმარტა, ამ საქმეზე შეფარდებული 50 000 ლარის ოდენობით გირაოს არ გადახდა ნიკა მელიას მხრიდან მოხდა მიზანმიმართულად.
შვილის დაკავებას ეხმაურება ნიკა მელიას მამა, ექიმი ანზორ მელია.
მისი თქმით, ოჯახი მის დაჭერას ელოდა:
„სასწაულია რაც გააკეთეს, ბავშვი შემეცოდა, სანდრო… ასე ამბობს, კი მაგრამ ხვალ უნდა დაეჭირათ და დღეს რატომ დაიჭირესო?
ნიკამ მშობლები მოგვამზადა ამ დაჭერისთვის, ფაქტობრივად, ველოდით მის დაჭერას. მით უმეტეს როცა კაცი დინების წინააღმდეგ მიდის, მას წინააღმდეგობა ყოველთვის ექნება. თუმცა ამ შემთხვევაში, როცა კაცი მიდიოდა გადაცემაზე და გაიტაცეს, ეს არ არის დაპატიმრება. რა საჭირო იყო?! ძალა უნდათ, რომ აჩვენონ – ამ დროს ეს სისუსტეა.
ამდენი წლის ექიმი ვარ და ნიკასთვის გირაოს გადახდა არ გამიჭირდებოდა, მაგრამ სასტიკად ამიკრძალა“, – ამბობს ანზორ მელია.
ადვოკატის განცხადებით, ნიკა მელიას ორივე ხელის არეში აქვს დაზიანება, რომელიც დაკავებისას მიიღო
შსს-ს ცნობით, ნიკა მელია ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული