აშშ-ში ბავშვმა საბავშვო ბაღში ტეკილა მიიტანა და 4 ჯგუფელებთან ერთად დალია. ინფორმაცია NBC 15-ზე გავრცელდა.
ერთ-ერთი ბავშვის დედა ამბობს, რომ მას ბაღიდან დაურეკეს და მომხდარის ფაქტი აცნობეს.
„იმდენი აზრები მიტრიალებდა გონებაში. მე ვკითხე, ჩემი ქალიშვილი კარგადაა? და მათ მითხრეს, რომ ის კარგად გამოიყურებოდა. ჩემი ქალიშვილი წამლებს სვამს. ეს ძალიან გულსატკენია“ – ამბობს ერთ-ერთი მშობელი, ალექსის სმიტი.
მოგვიანებით ბაღის დირექტორმა მშობლებთან წერილი გაგზავნა და შეატყობინა, რომ მომხდართან დაკავშირებით, დისციპლინარულ ზომებს მიიღებენ.