LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბავშვს ტანსაცმელს ვუცვლიდი, უცბად გავიგე ყვირილი, მიშველეთო…“ – გაიცანით 29 წლის ლელა ფარტენაძე, რომელმაც ბათუმში 16 წლის ბიჭი ზღვაში დახრჩობას გადაარჩინა

418
ლელა ფარტენაძე

რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში, სხვადასხვა ჯგუფში გავრცელდა ინფორმაცია ახალგაზრდა ქალის – ლელა ფარტე­ნა­ძის შესახებ, რომელმაც ბათუმში, სან­რე­მოს ხიდ­თან 16 წლის ბიჭი ზღვაში დახრჩობას გადაარჩინა.

„ბათუმში, ზღვაში დახრჩობას გადაარჩინა სხვისი შვილი, თავისი 3 წლის პატარა კი ზღვის ნაპირზე დატოვა“ – ვინ არის ქალი, რომელმაც ზღვაში დახრჩობისგან პატარა ბიჭი გადაარჩინა

ლელა ფარტე­ნა­ძე 103-ე ბაგა-ბა­ღის თა­ნამ­შრო­მელ­ია. ის მომხდარის შესახებ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ჰყვება და აღნიშნავს, რომ, რომ არა სოციალურ ქსელში ფაქტის შესახებ სტატუსების გავრცელება, თავად გამოჩენას არ აპირებდა.

„იმ ბიჭის ნათესავს გაუვრცელებია ეს ამბავი, მეძებდა მე, არც ვიცოდი ჯგუფში რომ დაიწერა – ჩემმა მულმა ნახა მისი სტატუსი და მომნიშნა, თორემ გამოჩენას არ ვაპირებდი. მერე ბიჭის და, მისი მამიდა და ნათესავები გამომეხმაურნენ…

24 ივლისი იყო, დაახლოებით, ორის ნახევარი იქნებოდა. მე და ჩემი მული ვიყავით ზღვაზე, პატარებთან ერთად. ბავშვები ერთობოდნენ, უკვე წამოსვლას ვაპირებდით… ბავშვს ტანსაცმელს ვუცვლიდი, უცბად გავიგონე ყვირილის ხმა, – მიშველეთო… მაშინვე კამერას მოვკიდე ხელი და გავიქეცი მის დასახმარებლად. იმ მომენტში საერთოდ არაფერზე ვფიქრობდი, ჩემთვის ყველაზე მთავარი იყო, ბიჭს დავხმარებოდი. მივედი მასთან და კამერა მივაწოდე, მალევე მივხვდი, რომ საფრთხე აღარ ემუქრებოდა, თან ამ დროს სხვა ბიჭებიც მოვიდნენ და ნაპირზე მშვიდობით გამოვიყვანეთ.

იმ მომენტში მეც ძალიან ცუდად ვიყავი, ისეთ ემოციებში ვიყავი, აზრზე ვერ მოვდიოდი. მინდოდა, ბოლომდე დავრწმუნებულიყავი, რომ მართლა კარგად იყო და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა. როცა ამაში დავრწმუნდით, ამის შემდეგ წამოვედით“, – იხსენებს ლელა ფარტენაძე „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში, რომელსაც ვრცლად წაიკითხავთ აქ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები