LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ბავშვთა სამყაროს” დირექტორს, გიორგი მაჭავარიანს 50 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა

132

თბილისის საქალაქო სასამართლომ ”ბავშვთა სამყაროს” დირექტორს, გიორგი მაჭავარიანს 50 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. რაც შეეხება, ამავე სამსახურის შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს, მას 10 ათასი ლარის გირაოს გადახდა დაეკისრა.
პროკურატურა ბრალდებულების პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა. საქმის პროკურორის თქმით, არსებობს ბრალდებული პირების მიმალვის და მათი მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე. დაცვის მხარის განცხადებით კი, პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალდება უსაფუძვლოა, თავად ბრალდებულები კი ბრალს არ აღიარებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g