LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბავშვთა სამყაროს” ხანძრით დაზარალებულებს კომპენსაცია უნდა გადაეცეთ – საქალაქო სასამართლო

115

სასამართლოს გადაწყვეტილებით სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ ხანძრის შედეგად დაზარალებულებს კომპენსაცია უნდა გადაეცეთ, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს. როგორც სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 33 მოსარჩელეს 3000 ლარი უნდა გადაეცეს ერთჯერადად.

„2018 წლის 18 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ, სრულად დააკმაყოფილა 33 მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა, კომპენსაციის სახით, მოსარჩელეების მიმართ, ერთჯერადად 3000 ლარის გაცემასთან დაკავშირებით, მოპასუხეების – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.

სასამართლომ მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სრულად დააკმაყოფილა მოსარჩელეთა მოთხოვნა და დაავალა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელეების მიმართ ერთჯერადი დახმარების გაცემა, თითოეულის სასარგებლოდ 3000 ლარის ოდენობით,” – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g