“ბაზისბანკის” ფინანსური მაჩვენებლები სტაბილურ ზრდას განაგრძობს. ბანკმა 2016 წლის II კვარტალი წარმატებით დაასრულა. მისმა წმინდა მოგებამ 12.8 მილიონი ლარი შეადგინა. ამ მაჩვენებლით ”ბაზისბანკი” საბანკო სექტორში დაწინაურდა და მე-5 პოზიცია დაიკავა.
როგორც ”ფორტუნას” ბანკიდან აცნობეს, ROA – აქტივებზე უკუგების კოეფიციენტმა 3.5%–შეადგინა, რის შედეგადაც ”ბაზისბანკმა” საბანკო სექტორში ტოპ 10 ბანკს შორის პირველი ადგილი დაიკავა. ხოლო ROA – კაპიტალზე უკუგების კოეფიციენტმა 16.7% შეადგინა.
მათივე ცნობით, ბანკის სააქციო კაპიტალი, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 18%-ით, ხოლო წლის ბოლოსთან შედარებით 11%-ით გაიზარდა და 159 მილიონი ლარი შეადგინა.