LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბაზისბანკმა“ ქუთაისში ახალი სერვისცენტრი გახსნა

116
20190514_140745

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზ. 63-ში  ბაზისბანკის ახალი სერვისცენტრი გაიხსნა. ბანკის ინფორმაციით, ახლადგახსნილი სერვისცენტრი უნივერსალურია. იგი მომხმარებელს „ბაზისბანკში“ არსებულ სრულ საბანკო მომსახურებას სთავაზობს. სერვისცენტრი შესაბამისობაშია თანამედროვე სტანდარტებთან და გათვლილია როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული კლიენტებისათვის  მაქსიმალურად კომფორტული სერვისის მიწოდებაზე. სერვისცენტრი ქალაქის სტრატეგიულ ადგილასაა. მისი მეშვეობით, გაფართოვდება ბანკის საქმიანობის არეალი და გაიზრდება კლიენტთა რაოდენობა. 

აღსანიშნავია, რომ ქუთაისში „ბაზისბანკი“ უკვე 2 სერვისცენტრითაა წარმოდგენილი. „ბაზისბანკი“ აქტიურად განაგრძობს რეგიონებში ქსელის გაფართოებას და ქმედით ნაბიჯებს დგამს მომხმარებლებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის მიზნით.

დასავლეთის რეგიონში ეს უკვე „ბაზისბანკის“ მე–7 სერვისცენტრია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g