BBC-იმ top Gear-ის ახალი სეზონის პირველი თიზერი გამოუშვა. ყველაზე პოპულარული საავტომობილო შოუს 24-ე სეზონი ეკრანზე მომავალი წლის დასაწყისში გამოჩნდება. Youtube-ზე გამოქვეყნებულ 20-წამიან ვიდეოში შოუს წამყვანი მსახიობი მეთ ლებლანი, ავტოჟურნალისტები რორი რიდი და კრის ჰარისი ძველი ავტომობილებით გადაადგილდებიან და ცდილობენ, რომ ამ დროს საჭეს საერთოდ არ შეეხონ. ვიდეო წარწერით – „სულ მალე“ სრულდება და მაყურებელს ყველაზე მაგარ სეზონს პირდება.
შეგახსენებთ, რომ შოუს ძველმა წამყვანმა ჯერემი კლარკსონმა გადაცემა პროდიუსერთან უთანხმოების გამო დატოვა და სულ მალე ახალი გადაცემა „The Grand Tour” დაიწყო.