ინგლისში კიდევ ერთი წლის სიმბოლური გუნდი შეადგინეს. ამჯერად საკუთარი ვერსია BBC-მ გამოაქვეყნა.
ეს სიმბოლური ნაკრები კი ბრიტანულმა გამოცემამ საკუთარ მკითხველებზე დაყრდნობით გააკეთა. გამოკითხვაში მონაწილეობა 115 ათასზე მეტმა მკითხველმა მიიღო.
ინგლისის პრემიერლიგის 2017 წლის სიმბოლური გუნდი ასეთი გამოვიდა.
დე ხეა (“მანჩესტერ იუნაიტედი”) – უოკერი (“ტოტენჰემი”/”სიტი”), ასპილიკუეტა (“ჩელსი”), ალდერვეირელდი (“ტოტენჰემი”), ალონსო (“ჩელსი”) – კოუტინიო (“ლივერპული”), დე ბრუინი (“სიტი”), დავიდ სილვა (“სიტი”), აზარი (“ჩელსი”) – სალაჰი (“ლივერპული”), კეინი (“ტოტენჰემი”).