LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BBC: ჯონსონი პარტიის თავმჯდომარის პოზიციას დატოვებს…პრემიერად კი შემოდგომამდე დარჩება

199
BeFunky-collage (1)

არსებული ინფორმაციით, სამთავრობო კრიზისის ფონზე ბორის ჯონსონმა შესაძლოა მთავრობის მეთაურის თანამდებობა დატოვოს. თუმცა, არაა გამორიცხული, რომ მან კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარეობაზე თქვას უარი, ხოლო ახალ პრემიერს პარტიის ყრილობა ოქტომბერში აირჩევს.

ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის თანახმად, გადადგომის შესახებ განცხადებას ჯონსონი დღის განმავლობაში გააკეთებს. მისმა No 10 წარმომადგენელმა გამოაცხადა, რომ „პრემიერ-მინისტრი ქვეყნის მიმართ განცხადებას დღეს გააკეთებს.“

ბოლო დღეებში დიდ ბრიტანეთში პოლიტიკური კრიზისი გამწვავდა. 24 საათის განმავლობაში გადადგომების რეკორდული რაოდენობის შემდეგ, ამ დილით ბორის ჯონსონზე ზეწოლა კიდევ უფრო გაიზარდა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g