BBC-მ თებერვლის თვეში სანახავი 10 ფილმი დაასახელა. ათეულში მოხვდა ლევან აკინის ქართულ-შვედური ფილმი “და ჩვენ ვიცეკვეთ”.
“ბიბისი” რეკომენდაციის გაწევასთან ერთად, მოკლედ აღწერს ფილმის მთავარ სათქმელს და იმასაც აღნიშნავს, რომ საქართველოში ფილმის კინოთეატრებში ჩვენებას დიდი წინააღმდეგობა მოჰყვა.
ასევე დაანონსებულია, რომ ფილმი აშშ-ში 7 თებერვალს გამოვა, იაპონიაში კი-21 თებერვალს.