პარტია “გამარჯვებული საქართველოს” საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ოქრუაშვილი “ტვ პირველის” გადაცემის სტუმარი იყო.
ინტერვიუში, ჟურნალისტის კითხვაზე: ბოლოს როდის იტირეთ? ოქრუაშვილმა უპასუხა, რომ მან ბოლოს ბებიის გარდაცვალებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის დროს იტირა.
“ყველას უტირია, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ უტირია. ვიტირე, როდესაც ბებია გარდამეცვალა და ვიტირე 2008 წლის ომის დროს. ასევე ორი კვირის წინ, როდესაც უფროსი შვილი საზღვარგარეთ გავაცილე”,-აღნიშნა ირაკლი ოქრუაშვილმა.
