“ქართული ოცნების” დეპუტატი ვარაუდობს, რომ თუ ოპოზიცია ერთიან კანდიდატზე შეთანხმდება, მომავალი საპარლამენტო არჩევნები მმართველი გუნდის გამარჯვებით დასრულდება. ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ “იმედის” ეთერში ისაუბრა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, ასეთ შემთხვევაში მმართველ გუნდს მეორე ტურიც არ დასჭირდება.
“წარმოიდგინეთ, ქართული საზოგადოება დადგა არჩევანის წინაშე, ნათელაშვილის ფანჩატურში შეკრებილი საზოგადოება უნდა აირჩიოს თავის ხელისუფლად თუ ქართული ოცნება და მისი წარმომადგენელი, კონკრეტულ მაჟორიტარულ ოლქებში, არჩევნები პირველ ტურში დამთვრდება მაღალი პროცენტული მაჩვენებლით და გამარჯვებით,”- აღნიშნა მდინარაძემ.
ასეთი გოიმური ოპოზიციური სპექტრი საქართველოს ისტორიაში არ მახსენდება – კობახიძე
