ბელა ჰადიდი Victoria’s Secret-ის შოუსთვის სექსუალური სელფებით ემზადება. წლის ყველაზე გრანდიოზულ მოვლენამდე სულ რამდენიმე დღე რჩება და ანგელოზებიც სრულ მზადყოფნაში არიან.
21 წლის ბელა ჰადიდმა Instagram-ზე საცვლებში გადაღებული რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა. როგორც ჩანს, მოდელმა თაყვანისმცემლებს მოსალოდნელი ჩვენება კიდევ ერთხელ შეახსენა.
აღსანიშნავია, რომ ჰადიდის Victoria’s Secret-ში მონაწილეობა ზაფხულში დადასტურდა, ლამაზმანმა სასიხარულო ცნობა თავადვე გაავრცელა. ანგელოზის როლს წელს ბელასთან ერთად მისი უფროსი და ჯიჯი ჰადიდიც მოირგებს და ულამაზესი სანახაობა 20 ნოემბრისთვისაა დაგეგმილი.ფოტოები