ლონდონში ბელარუსის საელჩოს თავს დაესხნენ. ინციდენტის შედეგად ბელარუსელი დიპლომატი დაშავდა. ინფორმაციას ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრო პრესსამსახური ავრცელებს. თავდასხმა 19 დეკემბერს საღამოს მოხდა.
შეტყობინებაში ნათქვამია, რომ ადამიანთა ჯგუფმა ჯერ შენობის ფასადი დააზიანა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილზე მისულ ბელარუს დიპლომატებს დაესხა თავს. ერთ-ერთი მათგანი მძიმედ დაშავდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
დეპარტამენტის ცნობით, ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს დიდი ბრიტანეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული, რომელსაც ინციდენტის საფუძვლიანი გამოძიების, დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემის, ასევე ბელარუსული მხარის საპროცესო მოქმედებების მიმდინარეობისა და მათი შედეგების შესახებ ინფორმირების მოთხოვნით მიმართეს.
ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულ დიპლომატიას ტვინის მსუბუქი შერყევა, ცხვირის მოტეხილობა და კბილის ტრავმული მოტეხილობა დაუდგინდა. სამართალდამცავი ორგანოების მოსვლის შემდეგ რადიკალებმა შემთხვევის ადგილიდან გაქცევა სცადეს, თუმცა ლონდონის დიპლომატიურმა პოლიციამ თავდამსხმელთა ნაწილი დააკავა. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აზუსტებენ, დადგინდა, რომ „პირები სავარაუდოდ რადიკალური ემიგრანტული დაჯგუფების“ წევრები არიან.
