უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბელარუსმა საზღვარზე დამატებითი ელექტრონული სადაზვერვო სისტემები განათავსა.
„ბელარუსული ძალები ამაგრებენ პოზიციებს სასაზღვრო გამშვებ პუნქტებში და დამატებით ელექტრონულ სადაზვერვო სისტემებს ათავსებენ უკრაინის მოსაზღვრე რაიონებში, – აღნიშნულია გენშტაბის განცხადებაში.